„სად იყავი მაშინ, როცა კარანტინის დაშლას ყოველ კვირა მინიმუმ სამი, ოთხი ადამიანი ეწირებოდა“
„სად იყავი როცა კარანტინის დაშლას ყოველ კვირა მინიმუმ სამი, ოთხი ადამიანი ეწირებოდა“- ყოფილი პატიმარი, ერეკლე ცოცანიძე ეკა კვესიტაძეს მიმართავს.
„სად იყავი მაშინ როცა ათი ათასობით ადამიანს, ყველანაირი საბუთის გარეშე აპატიმრებდნენ, სად იყავი როდესაც, 30 პატიმარი, 6 კაციან საკანში ცხოვრობდა, მაშინ სად იყავი, როცა კარანტიონის დაშლას ყოველ კვირა მინიმუმ სამი, ოთხი ადამიანი ეწირებოდა, როცა ისედაც ერთ ოთახში წლების მანძილზე დამწყვდეულ ადამიანებს რეზინის ხელთათმანებით და წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლებით სცემდნენ, სადაც დილის რვიდან ღამის ათამდე, მხოლოდ წამოწოლაც კი კამერის “დანგრევით” ისჯებოდა. სად იყავი როცა სააკაშვილის მიერ “დამარცხებული”, ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ყველა ფუფუნებით სარგებლობდნენ, კონკრეტულად გითხრა? დამიძახე და გეტყვი. იმათ გვარებსაც გეტყვი ვინც აწამებდნენ, ზურა რუხაია და ალექსი თოლორდავა გეყოს იქნებ ამ ეტაპზე, მათ გვარებს კარგად იცნობს ყველა, ვისაც გლდანთან შეხება ჰქონია. სად იყავი მაშინ როცა პატიმრებს თავზე რადიოს ამტვრევდნენ, რატომ არ სვამდი კითხვებს. ჰო, კიდევ ქილერა და ოლეგა ფაცაცია არ დაგავიწყდეს, რომლებიც სისხლს სწოვდნენ პატიმრებს. რატომ არ სვამდი კითხვებს, როცა სოზარ სუბარი პატიმრების წამებაზე ლაპარაკობდა. როცა ჩვენს კამერაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები აპირებდნენ შემოსვლას, როგორ გვემუქრებოდა ოფიცერი, რომ დედებს მოგ…….ა თუ ხმა ამოვიღებდით. რამდენჯერ ვაჯობეთ ჩვენს სიამაყეს თითოეულმა, რომ მათთვის ყელი არ გამოგვეჭრა.
ერთხელ მაინც რატომ არ დაინტერესდი, სად მიდიან საპატიმროდან გამოსული ადამიანები, როგორ ახერხებენ საკუთარი თავის რესოციალიზაციას, იცი, რომ ბევრი ამ ყველაფერს ეწირება, ცოცხლობენ, მაგრამ საზოგადოებაში თავის ადგილს, მასაში დაგროვილი ბოღმის და არაადეკვატურობის გამო ვერ პოულობენ, ისინი ცოცხლები არიან მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ ადგილს ეძებენ. რომ არა ის ოქტომბრის კადრები, ვერც ნაციონალების ის ნაწილი მიხვდებოდა თავის შეცდომებს, რომელიც მიხვდა.
რა იყო, საკუთარი ტყავი დაგეწვა და უსამსახუროდ დარჩენის გეშინია?“.
მიმართავს ერეკლე ცოცანიძე ეკა კვესიტაძეს