სადღესასწაულო დღეებში მეტრო და საბაგიროები უფასო იქნება

საახალწლო და საშობაო დღეებში მეტრო, საბაგირო “რიყე-ნარიყალა” და კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, 2016 წლის 31 დეკმებრის 00:00 საათიდან, 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე 6 იანავრს, 00:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მოქალაქეებს მეტროთი მგზავრობა უფასოდ შეეძლებათ.
უფასო იქნება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის იანვრის 03:00 საათამდე რიყე-ნარიყალას და ჭავჭავაძის გამზირი – კუს ტბის საბაგიროები.
თბილისის მერის განცხადებით, 2017 წლის გალა კონცერტი კი, ვარდების მოედანზე გაიმართება.

Comments
Loading...