საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Campus Lions Club Tbilisi კომპანია Lego toys-თან თანამშრომლობს
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Campus Lions Club Tbilisi( “კამპუს ლაიონს კლუბი თბილისი“) მეორე წელია, რაც აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ბრენდთან, კომპანია Lego toys-თან, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის აქტიური პარტნიორია.
ორგანიზაციამ ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ორჯერ მოიპოვა გრანტი და მიენიჭა პრიორიტეტი ლეგოს სათამაშოების დარიგების კუთხით.
პირველი დონაცია ორგანიზაციამ 2014 წელს განახორციელა.დისტრიბუციისას 822 ყუთი, ევროპული ხარისხის ლეგოს სათამაშოები უსასყიდულოდ დაურიგდა თბილისის მასშტაბით 36 საბავშო-ბაღსა და 3 ბავშვთა სახლს. პროექტის პარტნიორი გახლდათ, ქალაქ თბილისის მერია.
2015 წელს მეორედ მივიღეთ კომპანია ლეგოსგან საქველმოქმედო ტვირთი იმ შეთავაზებით, რომ ორგანიზაცია მოივლის საქართველოს ყველა რეგიონს. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია 102 საჯარო საბავშვო-ბაღს უსასყიდლოდ დაურიგებს სათამაშოებს.
პროექტის ფარგლებში 30 ყუთი გადაეცემა დიასპორის სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს დისტრიბუციას ევროპის მასშტაბით ქართულ საბავშვო-ბაღებში.
პროექტის მხარდამჭერები არიან: კომპანია Lego toys, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, დიასპორის სამინისტრო, კომპანია DELFOOD.
პროექტის ფარგლებში დევნილთა ჩასახლებებს ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ორმაგი რაოდენობის ყუთები გადაეცა, რადგან ჩვენი მხრიდან მათთვის გვერდში დგომა ერთერთი პრიორიტეტია.
ამ ეტაპზე იგეგმება ბოლო 2 დღიანი ვიზიტი გურიასა და აჭარაში, რომელიც 28-29 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. ეს იქნება ჩვენი 2 თვიანი ვფიქრობ საქართველოში ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური საქველმომქედო პროექტის შეჯამება. რა თქმა უნდა აქვე მინდა დავპირდე იმ ქალაქებს, სადაც რომლებიც ვერ მოვხდნენ ჩვენ სიაში აუცილებლად პრიორიტეტი მიენიჭებათ უკვე 2016 წლის პროექტისთვის.
2015 წლის პროექტის ფარგლებში დარიგდება 792 ყუთი საქართველოს ყველა რეგიონში.
წლევანდელი პროექტის ფარგლებში სათამაშოები უკვე დარიგდა:
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი (3 ოქტომბერი. 2015)
შიდა ქართლი: გორი, ქარელი, ხაშური (6 ოქტომბერი.2015)
სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ახალციხე (10 ოქტომბერი. 2015)
დევნილთა დასახლება: წეროვანი, კარალეთი, თიღვა, კოდა (13 ოქტომბერი. 2015) (ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დევნილთა დასახლებებში მათ შორის კოდაში დარიგდა ყუთების გაორმაგებული რაოდენობა)
ქვემო ქართლი: რუსთავში, ბოლნისში, თეთრიწყარო, წალკა (17 ოქტომბერი. 2015)
კახეთი: საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო, თელავი (31 ოქტომბერი-1 ნოემბერი 2015)
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი: ამბროლაური, ონი ლენტეხი (7-8 ნოემბერი 2015)
სამეგრელო ზემო სვანეთი: წალენჯიხა, ზუგდიდი, მესტია (14-15 ნოემბერი 2015)
იმერეთი: ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა (21-22 ნოემბერი 2015)
გურია: ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი ( 28 ნოემბერი 2015)
აჭარა: ქობულეთი, ბათუმი, ქედა, ხულო (29 ნოემბერი 2015)