საგანელიძის კავშირი „კაბელების საქმესთან“? – „მე ვამბობდი, რომ მურუსიძე ივანიშვილს სჭირდება“ – See more at: http://pirveliradio.ge/?newsid=66756#sthash.6b8hW8BX.dpuf

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ეხმაურება და ფიქრობს, რომ სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.

“დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჩამოიხსნა ნიღაბი, რასაც მე ვამბობდი სამი წლის წინ, პარლამენტის წინ ჩატარებულ აქციაზე, რომ საქართველოს მოევლინა ახალი გველეშაპი ბიძინა ივანიშვილი და მე ნაციონალს მეძახდნენ, დღეს მათი 80 % მირეკავს და ბოდიშს მიხდის. როდესაც ადვოკატებს საქმე არ მისცეს და საგანელიძე მიდის პარლამენტში და ამბობს, რომ საქმის მასალებს ჩვენ გავეცანითო და დანაშაულის შემადგებლობა ვნახეთო. მე ვყვიროდი ცალ ხმაში, რომ მოითხოვეთ საგანელიძის დაკითხვა. მერე ივანიშვილი გამოვიდა და ისაუბრა გრიფით საიდუმლო მასალების დეტალებზე და გრიფით საიდუმლო მასალების გამჟღავნება მოქალაქეზე არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანმა შექმნა თავის სასამართლო, პირობითად მურუსიძეების დაკომპლექტებული. ლევან მურუსიძეს ბიძინა ივანიშვილი რამოდენიმეჯერ გადაეფარა, როცა მე სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას ვცდილობდი მის წინააღმდეგ და თქვა რომ ის მსხვერპლიაო. მე ვამბობდი, რომ მურუსიძე ივანიშვილს სჭირდება იმიტომ, რომ ყველა ის საქმე, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია დააყენოს ის შედეგი, რაც მას უნდა. დღეს ჩვენ ვნახეთ რომ ქვეყანა მიდის ფეოდალიზმისკენ და ივანიშვილი აკეთებს იმას რაც მოუნდება და ეს არის ძალიან ცუდი. ძალიან მეცოდება ის 5 ადამიანი, მაგრამ ერთი შეხედვით ეს უნდა იყოს ადამიანებს შორის ხედვის ჩამოყალიბების პროცესი, რომ ჩვენ გვყავს ბოროტი ძალა სათავეში და ეს ბოროტი ძალა არჩევნებში უნდა დამარცხდეს”,-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
pirveliradio.ge

Comments
Loading...