საიდან აიღო კადრები La La Land-მა – ვიდეოამბავი „ოსკარების“ 14 ნომინაციის პრეტენდენტ ფილმზე

La La Land-ი წელს „ოსკარების“ დაჯილდოების მთავარ ტრიუმფატორად განიხილება. იგი 14 ნომინაციაზეა წარდგენილი.

დემიენ შაზელის 2016 წლის მიუზიკლმა მსოფლიო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო, თუმცა არაჩვეულებრივი მიუზიკლის უკან ისეთი კადრები იმალება, რომელიც სხვა ფილმებში არაერთხელ გვინახავს.


ვიდეოედითორმა სარა პრესიადომ სპეციალური ვიდეო შექმნა, სადაც La La Land-ი სხვადასხვა მიუზიკლებსაა შედარებული.

ფილმში ვხვდებით ისეთ კადრებს, რომლის მსგავსიც სხვა ცნობილ მიუზიკლებში უკვე გვინახავს.

Comments
Loading...