სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას მოადგილედ, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. “პირველს” აღნიშნული აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

“პირველი” აღნიშნული ცვლილების შესახებ 8 დეკემბერს წერდა.ჩვენი ინფორმაციით, ნოდარ ჯავახიშვილისთვის გენერალური აუდიტის სამსახურში მოადგილის შტატი სპეციალურად დაიშვა.
ნოდარ ჯავახიშვილმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი საპარალმენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

ნოდარ ჯავახიშვილი 1993-1998 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მისი პოლიტიკური კარიერა 1999 წელს დაიწყო რა დროსაც ის იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2011-2014 წლებში იყო სს „ქართუ ბანკის” – გენერალური დირექტორი. 2014 წლიდან 2015 წლამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.

Comments
Loading...