საკონსტიტუციო კომისიაში შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი უცვლელად დარჩება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმ ვერსიას აღარ განიხილავს, რომლის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე ექნებოდა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შეთანხმდნენ, რომ საკითხი უცვლელიდ დარჩება და ქვეყნის პირველი პირი პატიმრების შეწყალებას თავად აქტის საფუზველზე განსაზღვრავს.

პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესს განიხილავენ.

სხდომაზე, აღნიშნული საკითხის გარდა, პრეზიდენტის უფლებამოსილებებზეც მსჯელობენ.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში უკვე წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის გათვალისწინებით, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.

„ქართული ოცნება“ წინადადებით გამოდის, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა 2018 წლის არჩევნების შემდეგ მოხდეს, რათა საკითხმა პოლიტიკური სპეკულაციები არ გამოიწვიოს.

Comments
Loading...