საკრებულოში მიკროფონები გაფუჭდა – სხდომა ვერ იწყება

საკრებულოს სხდომა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ იწყება. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ 4 საათზე გახსნა.

მისი მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებმაც თბილისის მერის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის პასუხად სიტყვა რიმა ბერიძემ მოითხოვა, თუმცა მწყობრიდან გამოვიდა საკრებულოს გახმოვანების სისტემა და დარბაზში მიკროფონები გაითიშა.

ამ დრომდე ტექნიკური სამსახური ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

Comments
Loading...