სალხინოს მამათა მონასტრის დიაკვანი შესაძლოა რამდენიმე საათში დააკავონ?
სალხინოს მამათა მონასტრის დიაკვანი გიორგი ჯოჯუა, რომლის სახლიდანაც სამართალდამცველებმა ორი ძირი კანაფი ამოიღეს, შესაძლოა დღეს დააკავონ.
კონფიდენციალური წყაროს ცნობით, პროკურორი სასულიერო პირის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებას, პატიმრობას ითხოვს, რომელიც შესაძლოა ბრალის წაყენების შემდეგ დააკავონ.
შეგახსენებთ: სასულიერო პირი დღე, 4 საათზე, ქუთაისის პოლიციის მთავარ სამმართველოშია დაბარებული, სადაც შესაძლოა ბრალი წაუყენონ და ამავე დროს დააკავონ.
შეგახსენებთ, რომ სალხინოს მამათა მონასტრის დიაკვნის გიორგი ჯოჯუას სახლიდან სასამართლო განჩინების გარეშე შესულმა პოლიციამ ამოიღო ორი ძირი კანაფი, რომელსაც რამდენიმე მძიმე დაავადების მქონე დიაკვანი სამედიცინო მიზნით მოიხმარდა. ასევე უკანონოდ იქნა სახლიდან გატანილი ბავშვის სათამაშო იარაღი.
infonews.ge