სალომე ჩარკვიანი “ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს წერილით მიმართავს

ბრალდებული, „ცენტრ პოინტ აჭარის“ გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი „ცენტრ პოინტის“ დამფუძნელბებს და რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილს ნინო დარასელს წერილით მიმართავს.
11 ივლისით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ მას წვლილი არ მიუძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში.

„მაია, ნიკა, დარსო, ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით. ვინაიდან, კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადება დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიით და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობას დავაღწიო თავი რაც შეიძლება მალე – დღეს, ხვალ“, – წერს სალომე ჩარკვიანი.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა ირაკლი მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი. გარდა ამისა, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან – 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს.
იხილეთ ასევე პროკურატურა “ცენტრ პოინტის” საქმის დეტალებს ასაჯაროებს

Comments
Loading...