სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის უმდიდრესი კოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს

სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„გილოცავთ! დღეს საქართველოს და ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადმოეცა. სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია გამოგვატანეს: ასობით უნიკალური გამოცემა. მათ არაერთი ძველნაბეჭდი წიგნი. მაგალითად: შარდენის პირველი გამოცემა, მარი ბროსეს მრავალტომეული, პარიზის ბალმონტისეული ვეფხისტყაოსანი, მოამბის წლიური კომპლექტები და ა.შ.“, – წერს გიორგი კეკელიძე.

Comments
Loading...