სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მოვლენებზე: ვინ რუსეთს აბრალებს და ვინ ამერიკას…

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებს აქვეყნდებს თურქეთსი მომხდარ გადატრიალებასთან დაკავშირებით, რომელსაც “ემპრესი” უცვლელად გთავაზობთ
თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე უამრავი ვერსია უკვე გავრცელდა ჩვენთან და ალბათ კიდევ ბევრიც გავრცელდება. ვინ რუსეთს აბრალებს და ვინ ამერიკას… სინამდვილეში კი რაც მოხდა ყველა ნიშნით წარმოადგენს წმინდაწყლის “თურქულ” მოვლენას და თურქულ ისტორიამ ამის მრავალი პრეცედენტიც გვაჩვენა… ის მოხდა რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა, თავის ერთადერთ სერიოზულ ოპონენტის – ანუ სამხედრო მაღალ ჩინოსნების – საბოლოდდ განიარაღება. ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი : ახლად შერიგებულია რუსეთთან და ამდენად რუსეთის ინტერესში არ ზის თურქეთის დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს და ამერიკის გავლენა ქვეყნაში გააძლიეროს . ამერიკას კი თურქეთი ძალიან სჭირდება როგორც მთავარი მოკავშირე სირიასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. მასაც მისი დესტაბილიზაცია და ერდოღანის პოზიციების შესუსტება არ აწყობს. ამდენად ოფიციალურ ვაშინგტონიდან უარყოფითი რეაქციები ნაკლებად მოსალოდნელია თუნდაც დემოკრატიული პრინციპები უხეშად ირღვევოდეს… ერდოღანი აშკარად ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს მაგრამ ერდოღანს ყველა დაუდგება გვერდში რმეთუ იმან დღეს გაიმარჯვა და რადგანც ყველას სჭირდება თურქეთის “სტაბილურობა” უფრო ვიდრე თურქეთის დემოკატიული ორიენტაცია …. საქართველოს ამ ახალ ვითარებაში , ორ ავტორიტარულ რეჟიმთა შორის მოქცეულს, დასჭირდება მეტი სიფრთხილე და შორსმჭრეტველობა რათა თავისი გეოპოლიტიკური უნიკალურობა (დემოკრატიის კუნძულად ქცეული) თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისე რომ არც ერთის და არც მეორესი მრისხანე რეაქცია არ გამოიწვიოს!- წერს ზურაბიშვილი

Comments
Loading...