სამართლიანი საპროტესტო აქცია კრიმინალური ხელისუფლების გამო, გადაიზარდა ძალადობასა და ანარქიაში – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი. ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მწუხარებას გამოთქვა, რომ მოვლენები ასეთ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შალვა ნათელაშვილი მთავრობას გადადგომისა და ვადამდეი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

იგი ამ მოვლენების მიზეზად ხელისუფლების მიერ ქვეყნის „სოციალური სიდუხჭირის გეტოდ“ გადაქცევას ასახელებს.

„მძიმე ღამე გვქონდა გუშინ ყველას ბათუმშისამართლიანი სოციალური მოთხოვნებით დაწყებული საპროტესტო აქცია კრიმინალური ხელისუფლების სრული უპასუხისმგებლობის გამო, გადაიზარდა ძალადობასა და ანარქიაში,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მისი თქმით, მთავრობა ადამიანებს არანაირ ანგარიშს არ უწევს და ქვეყანაში „სოციალური ბუნტი“ იწყება. შალვა ნათელაშვილი, ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს.

„ბოლოს და ბოლოს, მეგობრებო, სანამ მინისტრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები, პოლიციელები, პრეზიდენტები გავხდებით, ჯერ ხო ადამიანები ვართ? და ადამიანური ზნეობრივი ნორმები ყოველგვარ კანონზე მაღლა დგას,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

Comments
Loading...