სამების ტაძარში მომხდარი ქურდობის ფაქტს შსს იძიებს

სამების საკათედრო ტაძარში სავარაუდოდ ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ფაქტი, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია ძვირფასი ნივთები, რომლებიც მრევლმა ხატს შესწირა.

რაც შეეხება შეტყობინებას, ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს სავარაუდო დანაშაულის შესახებ სამების ტაძრის წარმომადგენლებმა მიმართეს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ხატიდან ნივთები გაქრა.

Comments
Loading...