სამეგრელოში ყაჩაღურ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ერთ-ერთ ოჯახში, გვიან ღამით რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახში ორი ხანდაზმული ქალბატონი იმყოფებოდა.
ერთ-ერთმა მათგანმა, თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც, ის მოკლეს. მეორე ქალბატონი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.