სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ქართველი მოციგურავეების წარმატება ბუდაპეშტში
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოციგურავეებისთვის წარმატებული გამოდგა.
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები ანადეა გულბიანი-შმიდტი, ნატალია ლომინეიშვილი და ნიკოლოზ ეგაძე გახდნენ. მესამე აგილზე კი ეკატერინე იაზიდი გავიდა.