სამი რჩევა ნეირობიოლოგებისგან: როგორ ვისწავლოთ – არ გავბრაზდე არასდროს

როგორც კი ვცვლით ჩვენს წარმოდგენას, მოვლენის ან სიტუაციის მიმართტვინიც ცვლის ემოციებს, მისმიმართებაშინეირობიოლოგ ჯეიმს გროსის ერთერთ წიგნში აღწერილია, საინტერესო ექსპერიმენტი:

პროფესორი ოშნერი იკვლევდა ადამიანის ემოციებს ტომოგრაფიის საშუალებით.

მონაწილეებს აჩვენებდნენ ერთი და იგივე სურათს:  ადამიანის გამოსახულება, რომელიც იდგა ეკლესიის გვერდით და ტიროდა.

თავდაპირველად, ადამიანები გამოხატავდნენ თანაგრძნობას და წუხილს.
თუმცა, იმის მერე, რაც მათ უთხრეს, რომ ეს სიხარულის ცრემლებია და პიროვნება იმყოფება ჯვრისწერაზე – ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ემოციები, შეიცვალა საფუძვლიანად.

პროფესორი, ამ მოვლენას ხსნის იმით, რომ ჩვენი ემოციები დამოკიდებულია ჩვენს წარმოდგენებზე: როგორც კი ვცვლით  წარმოდგენას – ემოციებიც განიცდის ცვლილებას.

ასე, რომ თუ საკუთარ თავს ეტყვით:

„დღეს, უბრალოდ ცუდი დღეა“

თქვენი წარმოდგენა სინამდვილეში შეიცვლება და ნეგატიური ემოციები განდევნის პოზიტიურს.

რეალურად, შედეგიც არ დააყოვნებს….

ჯეიმს გროსის გამოკვლევამ ( რომელსაც აღწერილი აქვს მას თავის წიგნში) აჩვენა, რომ ადამიანების ის კატეგორია რომლებიც იყენებს პარაქტიკაში „ბრაზის გადაადგილების“ ტექნიკას, ჰყავთ გაცილებით მეტი მეგობრი და აქვთ მეტი კონტაქტები.

 

ბრაზისგან გასანთავისუფლებლად საჭიროა:

 

არ ჩავრთგუნოთ ბრაზი – შეიძლება გარშემომყოფნი ვერც ხედავენ მის გამოჩენას, მაგრამსამგიეროდ ძალიან კარგად გრძნობენ თქვენს მდგომარეობას, ამიტომ ურთიერთობები მაინც ფუჭდება.

ნუ ჩაიხვევთ და მითუმეტეს, ნუ გადმოანთხევთ თქვენს უარყოფით ემოციებს გარშემომყოფებში – გამოთქვით უკმაყოფილების მიზეზი მშვიდად და კონსტრუქცულად – გეთაყვა ფორმაში.

ნუ გააზვიადებთ თქვენ სიბრაზეს, თქვენთვისვე იქნება ცუდი. გადააფასეთ სიტუაცია – უბრალოდ უთხარით თავს: „მე აქ არაფერ შუში ვარ – მას უბრალოდ, ცუდი დღე აქვს“

ახლა, კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, რჩება ბოლო ნაბიჯი –აპატიე.

ეს გჭირდებათ თქვენ და არა სხვას.

გახსოვდეთ: „იყო გაბრაზებული და ნაწყენი ვინმეზეეს იგივეა, დალიო შხამი და ამ დროს იფიქრო, რომ მოკვდებაის, სხვა“...

 

თამარ კვარაცხელია

 

jolo.ge

Comments
Loading...