სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ახალი პროექტი იწყება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილები ტექნოპარკში ოთხ სხვადასხვა მიმართულებას შეისწავლიან.
პროექტი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო დასკვნით ეტაპზე ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრები ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სივრცეში გამოიფინება. პროექტის ყველა მონაწილეს სწავლის დასრულების შემდეგ შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ოქროყანაში მდებარე ტექნოპრაკში გაიმართა. ღონისძიებას ბავშვებთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საქმეთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დაესწრო.
პროექტის პარტნიორები არიან თავდაცვის სამინისტრო, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია „ტაქსიფაი“.
Guardian.ge