სანდრო ბრეგაძე – იგეგმება ე.წ. თბილისური მაიდანის მოწყობა

მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე

“უცხოელი მეგობრებისგან ჩემთვის ცნობილი გახდა–.2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ნაცების და მათთან დაკავშირებული რევანშისტული ძალების მხრიდან გადაწყვეტილია და იგეგმება ე.წ.თბილისური მაიდანის მოწყობა,ქაოსისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნა,(ამ მიზნით უკვე მოძიებულია თანხა 200მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.) ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად უმთავრესია და საჭიროა ძალოვან უწყებებში ისეთი ხალხის ჩანერგვა,რომლებიც საჭირო მომენტში(ვითომდაც დასავლური ღირებულებების დასაცავად)რევანშისტების მხარეს გადავა და უარს იტყვის კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე.საგულისხმოა რომ რევანშისტული გეგმის მთავარ ქვაკუთხედად უნდა იქცეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი,(არსებობს ვარაუდი,რომ ლონდონში სააკაშვილის ლობისტებთან ვლადისლავ შიკორსკისთან და კარლ ბილტთან შეხვედრისას განიხილებოდა ეს საკითხი და საბოლოოდ დააზუსტდა დეტალები.)რევანშისტების უმთავრესი მიზანია საპარლამენტო არჩევნებამდე პოსტზე შეინარჩუნონ ხიდაშელის პერსონა.სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ მას შემდეგ რაც რესპუბლიკელები ფაქტობრივად გააგდეს კოალიციიდან ისინი დათანხმდნენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას(სადაც მაქსიმუმ2-3%აიღებენ),მაგრამ წამოაყენეს პირობა,რომ თინა ხიდაშელმა არჩევნების დამთავრებამდე შეინარჩუნოს თავდაცვის მინისტრის პოსტი.ამიტომაც დღეის მდგომარეობით რესპუბლიკელების მთავარი საზრუნავი არა მომავალ პარლამენტში მოხვედრაა,არამედ თავდაცვის მინისტრის პოსტის 6-7 თვით შენარჩუნება.ვფიქრობ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას რევანშისტ-ნაცების ამ მზაკვრული გეგმის განხორციელება!!!!!!!!!!!!!!!” -წერს ბრეგაძე

Comments
Loading...