საპატრიარქო: წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
ამის შესახებ „ინფო 9“-ს საპატრიარქოს პრესცენტრიდან აცნობეს.
„უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“, – აცხადებენ საპატრიარქოს პრესცენტრში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წმინდა სინოდის სხდომა 7 მარტს გაიმართება.