საპატრიარქოს იურისტი: საპატრიარქოს შიგნით დაპირისპირება არ არსებობს
საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის გარდა, პროკურატურამ შვიდი სამოქალაქო პირი დაკითხა.
როგორც „იმედის“ ეთერში ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, პატრიარქის მდივან-რეფერენტს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან პიროვნული დაპირისპირება არ ჰქონია.
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ეკლესიის შიგნით დაპირისპირება სჭირდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საპატრიარქოს შიგნით დაპირისპირება არ არსებობს”, – განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა.
მთავარმა პროკურატურამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე, გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.