საპატრიარქოს იურისტის განცხადებით, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიაქის მდივან რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და მისთვის უცნობია თუ როდის მოხდება მდივან-რეფერენტის დაკითხვა.

”არაფერი ახალი ინფორმაცია არ მაქვს. დაკითხვაზე დაბარებული არ არის, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა”, – განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.
კითხვაზე, არის თუ არა მზად შორენა თეთრუაშვილი გამოძიებას მისცეს ჩვენება, იურისტმა ასე უპასუხა – „ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, არ არის პრობლემა”.

საპატრიარქოს იურისტისთვის ასევე უცნობია თუ როდის მოხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა.

ipn.ge

Comments
Loading...