საფრანგეთის სამხედრო ლიცეუმში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა

საფრანგეთის სამხედრო ლიცეუმში, 17 წლის ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაჭრილია 8 ადამიანი, მედიასაშუალება, ამ ინფორმაციას პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფრანგული მედიაში კი 2-3 დაჭრილზე საუბრობენ.

თავდამსხმელი ამავე სასწავლებლის სტუდენტი აღმოჩნდა, რომელიც 2 პისტოლეტითა და 1 თოფით იყო შეიარაღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს პირადი მოტივი ამოძრავებდა და მას დირექტორისთვის უნდოდა ესროლა.

ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას თანამზრახველიც ჰყავდა, რაც არ დადასტურდა.

დღეს, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა საფრანგეთში.

პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში აფეთქება მოხდა, რაც ფრანსუა ოლანდმა ტერაქტად შეაფასა.

Comments
Loading...