საფრანგეთში ტერაქტებში ეჭვმიტანილების დაკავებები დაიწყო
საფრანგეთში 13 ნოემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილი პირების დაკავებები დაიწყო.
პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთი ტერორისტის ნათესავები იმყოფებიან, რომლებიც გამოძიებას ჩვენებას აძლევენ. მედიასაშუალებები ტერაქტების ორგანიზებაში ჩეჩენი მებრძოლების შესახებაც ავრცელებენ ინფორმაციას, თუმცა ეს ცნობა, ძალოვანებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.