შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმდინარე წლის 14-15 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 23 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – ერთი ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – ერთი ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – ერთი ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – რვა ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – ერთი ფაქტი; ყალბი ფულის დამზადება-გასაღების (სსკ-ს 212-ე მუხლი) – ერთი ფაქტი;
პოლიციამ სამი ძებნილი პირი დააკავა.
დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 041 შემთხვევა, მათ შორის: წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) – ორი ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) – 19 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) – 18 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 22 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 5ხუთიავტომატი, 13 პისტოლეტი, ორი შაშხანა, რვა გადაჭრილი სანადირო თოფი, სამი სანადირო თოფი, ორი ხელყუმბარა, ორი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 17, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს