საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს ბიზნესის კეთების ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს

საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს ბიზნესის კეთების ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც ის ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოიცავს როგორც ენერგორესურსებით თავისუფალი ვაჭრობის, ასევე მხარეებს შორის თავისუფალი ტრანზიტის უზრუნველყოფის ვალდებულებებს.

Comments
Loading...