საქართველო რომ ყოფილიყო NATO-ს წევრი, 2008 წლის კონფლიქტი გაცილებით უფრო სერიოზული იქნებოდა – სარკოზი

პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე სარკოზიმ განაცხადა, რომ NATO-ს არ აქვს საბაბი და მიზანი რომ რუსეთთან იბრძოლოს.

“2008 წელს, სხვათაშორის, მე და ქალბატონი მერკელი წინააღმდეგობას ვუწევდით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. პრეზიდენტ ბუშის დაჟინებული მოთხოვნით, საქართველო რომ ყოფილიყო NATO-ს წევრი, 2008 წლის კონფლიქტი გაცილებით უფრო სერიოზული იქნებოდა. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ცივი ომი დასრულებულია და NATO-ს არ აქვს საბაბი და მიზანი რომ რუსეთთან იბრძოლოს. ასეთი აზრი ინტელექტუალური რეგრესია”, – განაცხადა სარკოზიმ.

Comments
Loading...