“საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას აგრძელებს”, – პრემიერი
“ეს სერიოზული რისკის მატარებელია, როგორც რეგიონის უსაფრთხოების ასევე გლობალური სტაბილურობისთვის,”- ასე გამოეხმაურე საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობა დროულად განიმუხტება.
ამავე დროს ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას და ანალოგიურს ელოდება ის მეზობელი სახელმწიფოსგან.
პრემიერმა ჟენევის და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთოებებისა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა მოხდა.