“საქართველო, შესაძლოა, ტერორისტების „ეფექტური“ დარტყმის ობიექტი აღმოჩნდეს”
„ეს ომია, უბრალოდ, ასეთი ფორმით მიმდინარეობს. არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც სურს, პოლიტიკური კონტროლი დაამყაროს ადამიანებზე, სივრცეზე. მათ სურთ, „ისლამური სახელმწიფო” მსოფლიოს საზოგადოებამ აღიაროს. ტერორი ეს არის იარაღი იმის ხელში, ვინც გაცილებით სუსტია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურად არის ჩართული სამშვიდობო ოპერაციებში – ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში. ამიტომ შესაძლებელია, რომ საქართველო, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის შემადგენელი ნაწილი, ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდეს. იყო მოლოდინი, რომ დარტყმები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე განხორციელდებოდა და ეს ასეც მოხდა. მათ კარგად ესმით სამხედრო სტრატეგიის ანაბანა. ისინი დაარტყამენ იქ, სადაც კოალიციის ყველაზე სუსტი რგოლია, ამ ერთიანობაში ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ საქართველო ტერორისტების „ეფექტური” დარტყმის ობიექტი გახდეს”, – განაცხადა დავით თევზაძემ.