საქართველოს აეროპორტებსა და საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია

ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, – ამის შესახებ 2030.news-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

“გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე”,-აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.

Comments
Loading...