“საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე”

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი აცხადებს, რომ ევროკავშირთან კიდევ უფრო დასაახლოებლად საქართველომ რეფორმები უნდა განაგრძოს.

“იმისათვის, რომ ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს, საამისოდ, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და ახალი, ხარისხის მაღალი სტანდარტები დააწესოს სხვადასხვა სფეროში, მოახდინოს მოდერნიზაცია და განახორციელოს ცვლილებები საკანონმდებლო დონეზეც. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანია, უკეთესი ინსტიტუციების შექმნა, რაც საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, მაღალი დონის სერვისები მიიღონ ყველა მიმართულებით და ცხოვრების დონე გაიუმჯობესონ.რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, გაფართოება ამ ეტაპზე არ არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, თუმცა საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ განაცხადი გააკეთოს წევრობაზე, როგორც ეს ბოსნიამ გააკეთა”, – აცხადებს მალმსტრომი.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპაში, უნდა დაწესდეს ახალი სტანდარტები, რომელიც დაეხმარება ქართულ პროდუქციას საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაში და, შესაბამისად, საშუალებას მისცემს ექსპორტის ზრდას ევრობაზარზე.

“ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვები პროდუქტების უსაფრთხოების თემას – ეს მნიშვნელოვანია არამარტო საიმისოდ, რომ ევროკავშირის სტანდარტები დაკმაყოფილდეს, არამედ საიმისოდაც, რომ ქართველმა ხალხმა უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი საკვები მიიღოს”, – აცხადებს ევროკომისარი მთელ კვირასთან ინტერვიუში.

Comments
Loading...