საქართველოს ივლისში ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა 100-ზე მეტი წარმომადგენლით. საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმის გამართვა დაანონსდა. ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა“ (GEA) და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPITBJ) შორის შეხვედრაზე.
ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან ორგანიზაციას ჩინეთის უცხოური ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. იგი აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ 4000-მდე საწარმოსა და ორგანიზაციას პეკინში. მათი ორგანიზებით იმართება გლობალური ბიზნეს ფორუმები და გამოფენები. დაანონსებული ბიზნესფორუმი გაიმართება პროექტის „ერთი მსოფლიო, ერთი სარტყელის“ ფარგლებში. როგორც ჩინეთის მხარემ აღნიშნა, საქართველოში ვიზიტი ასტანაში გამართული 3 თვიანი მსოფლიო ბიზნეს ფორუმის გაგრძელება იქნება. მათი სურვილია, ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია გამოუყვეს ე.წ აბრეშუმის გზას, რათა მაქსიმალურად განავითარონ სავაჭრო ურთიერთობები ბიზნეს ფორუმების, გამოფნების საშუალებით. დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ასოცირებული კონსული და ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების დეპარტამენტების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობა განვითარდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ორმხრივი ბიზნეს კავშირების განვითარება; გარემოსა დაცვისა და რესურსეფექტური წარმოების ხელშეწყობა; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის მზადდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა ჩანიშნულია აპრილში, რომელზეც განიხილება დაგეგმილი ბიზნესფორუმის ორგანიზების დეტალები და განისაზღვრება ის ბიზნეს სექტორები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მასში.