„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის“ კულტურული გასვლა ბოლნისში
კვირას ჩვენი ორგანიზაციის „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოლნისს ვეწვიეთ. ბოლნისის ეპარქია არის ქართული ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში. ქვემო ქართლის რეგიონი და მათ შორის ბოლნისი, დიდ როლს ასრულებდა საქრთველოს ისტორიაში, რაც დასტურდება მატერიალური და წერილობითი წყაროებით. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მის ტერიტორიაზე აღრიცხულია 200-ზე მეტი ძეგლი, მათგან რამდენიმე მსოფლიო საგანძურშია შეტანილი (ბოლნისის სიონი, აკაურთას სიონი, წუღრუღაშენი და სხვა მრავალი).
ბოლნისში ჩასვლის შემდგომ გეზი აკაურთას მიმართულებით ავიღეთ. აკაურთა, ლამაზი, პატარა სოფელია ბოლნისის მუნიციპალიტეტში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1174 ადამიანი. მოსახლეობის უმრავლესობა 85% ეროვნებით აზერბაიჯანელია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებით არის დასახლებული, ამათგან უმრავლესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.
წირვას აკაურთას სიონში დავესწარით, რომლის წინამძღვარიც გახლავთ დეკანოზი მამა ბასილი (ახვლედიანი). მამაო, რომელიც გამოირჩევა საოცარი სულიერი სისპეტაკითა და ლტოლვით , საქართველომ და საზოგადოებამ შეინაჩუნოს უპირველეს ყოვლისა ქართველობა. და რაოდენ დიდია ყოველივე ამაში მისი ღვაწლი, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩემს უთქმელადაც. ერთი სიტყვით, დიდებული ადამიანია. წირვის შემდგომ მამა ბასილმა სატრაპეზოდ მიგვიწვია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მოვისმინეთ მისგან რჩევები, აზრები და რაც მთავარია ახალი იდეები. განვიხილეთ ყველა ის საზოგადოებრივი, სოციალური პრობლემები და მიმართულებები, რაზეც ჩვენ,ორგანიზაციის ჭრილში აქტიურად ვმუშაობთ.
ტრაპეზის დასრულებისთანავე გავეშურეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სადაც შევხვდით მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს. შეხვედრის დასაწყისში ჩვენ გავეცანით ქალთა ქართული ფოლკლორული ანსაბლის ,,ბოლნელას”, შემოქმედებას. ანსამბლის მიზანი არის ბოლნისის რაიონში ქართლული კულტურის აღორძინება-განვითარება-განმტკიცება.. მოსწავლეებთან საუბარი ძალიან ემოციურ ფონზე წარიმართა. უნდა აღვნიშნო რომ მთელი რიგი ბედნიერებაა ასეთი ღირსეული ქართველების გაცნობა, ჩვენთვის. შეხვედრის პროცესში ვისაუბრეთ მათი მიზნების, მომავალი პროფესიების, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ. ბედნიერი ვარ რომ მათ ძარღვებში ისეთი ქართველობა ჩქეფს, რომლის საფუძველზეც ჩვენ ნამდვილად გვწამს ჩვენი თაობის.ყოველი მათი სიტყვა იყო გულიდან წამოსული სიმართლე,რასაც საფუძვლად სამშობლოს სიყვარული უდევს. ორგანიზაციის სახელით გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს, რომ არიან ნამდვილი ქართველები, რომ სწამთ მომავლის და უყვართ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ლამაზი საქართველო. (სამწუხაროდ, ყველა მოსწავლემ ვერ შეძლო შეხვედრის პროცესში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან განათლების სამინისტრომ და რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა შეხვედრის გაუქმების მცდელობაში, მაგრამ საბედნიეროდ ამაოდ).
ჩვენს თაობას გვაქვს უნარი კონსოლიდაციის საერთო იდეისა და ღირებულებების გარშემო. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხედოთ ცხოვრებას რეალურად. რეალობა კი ის არის, რომ ჩვენი ოცნების სასახლის მშენებლობაში თვითოეულმა დავდოთ ქვა, რამეთუ ჩვენ ვართ ჩვენი მომავლის მშენებლები .ახალგაზრდებს მეტად მნიშვნელოვანი როლი გვენიჭება ქვეყნის განვითარების და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. ახალგაზრდები წარმოვადგენთ საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, რომელთაც შეგვიძლია დამკვიდრებული შეხედულებების ინოვაცია და პროგრესი, პროგრესთან ერთად შენარჩუნება იმ ურყევი ტრადიციების რასაც ეფუძნება ქართული ცნობიერება. ქვეყნის საზოგადოებრივსა თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში რომ მივიღოთ აქტიური მონაწილეობა და სახელმწიფო გავხადოთ ვალდებული რომ მუდმივად ვიყოთ ჩართული ყველა იმ აქტიურ პროცესში, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს შენებას,ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ტრანსფორმაციას და განვითარებას თავისუფალი აზრის და ახალი სიტყვის თქმას ქართულ რეალობაში.
ჩვენი ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“ ისევ და ისევ ვაგრძელებთ ახალგაზრდების მოზიდვას, გაერთიანებას მომავლისთვის. გვჯერა უფროსი თაობის წარმომადგენლების, რომ ხელს შეგვიწყობენ სხვადასხვა ხაზით , რათა მივაღწიოთ საწადელს ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.
და ბოლოს, დიდი მადლობა მამა ბასილს, გაწეული სამსახურისთვის. მისი თაოსნობით დაგეგმილმა შეხვედრამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაგვიღრმავა რწმენა და იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველას უნდა გვახსოვდეს “როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა”.