საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველმა სტუდენტებმა ფიზიკის დარგში საუკეთესო შედეგები აჩვენეს
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სამმა სტუდენტმა – გურამ ქართველიშვილმა, საბა შარიქაძემ და თორნიკე ღუტიშვილმა ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრატურა-დოქტორატურის პროგრამებზე მოსახვედრად GRE–ში შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.
ფიზიკაში მაქსიმალური ქულა 990-ია, თუმცა, აღიარებული ფაქტია, რომ 900 ქულიანი ზღვარის გადალახვა ურთულესი ამოცანაა.
ამის მიუხედავად, სამივემ შესანიშნავად გაართვა ამ ამოცანას თავი.
თორნიკე – 990!
საბა – 970!
გურამი – 920!
თორნიკე, თავისი მაქსიმალური ქულით მსოფლიოს მასშტაბით იმ საუკეთესო 5%–ში მოხვდა, ვინც ეს საგანი ჩააბარა. ასეთი შედეგი საქართველოს ისტორიაში პირველია.
ვულოცავთ სტუდენტებს უდეიდეს წარმატებას!