საქართველოს პარლამენტის წევრები ბრიუსელიდან დღეს ბრუნდებიან

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები ქვეყანაში დღეს დაბრუნდებიან.

პარლამენტის აპარატის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტის დაკეტვის გამო, დელეგაცია გერმანიიდან გადმოფრინდება.

ბრიუსელში პარლამენტის 13-კაციანი დელეგაცია იმყოფება, სადაც არიან როგორც დეპუტატები, ასევე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.

საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფებოდა.

Comments
Loading...