საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის N04/12/01 განკარგულებით, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ასევე საქართველოს პრეზიდენტის N04/12/03 განკარგულებით, 2015 წლის 4 დეკემბრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა გიორგი აბაშიშვილი.