საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების მორიგ აქტს მოაწერა ხელი, რომლითაც 175 მსჯავრდებული შეიწყალა. 122 პატიმარი დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 53–ს სასჯელი შეუმსუბუქდა.

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 12 პატიმარი ქალი დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 2 მსჯავრდებულ ქალს სასჯელი შეუმსუბუქდება.

შეწყალების ატი არასრულწლოვნებსაც შეეხო.

როდის მოხდება მომდევნო შეწყალება, ჯერჯერობით, უცნმობია.

2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეწყალების კომისია განაახლა. შეწყალების კომისია არის პრეზიდენტის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც განიხილავს იმ მსჯავრდებულთა საქმეებს, რომელთაც შეწყალების მიღება სურთ და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის წინაშე შუამდგომლობს შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

Comments
Loading...