„ საქართველოს რკინიგზა“: მგზავრების ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა
„ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება. მგზავრების ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა . მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე.
მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები“,- ნათქვამია განცხადებაში.