საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის გავლით სამი წლის განმავლობაში 4,5 მლნ ტონა ტვირთი გატარდება, ხოლო საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 60 მლნ ლარით შეივსება.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ წელიწადში 1,6 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მოხდება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი დაახლოებით 30%-ს შეადგენს. საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ აქედან უდიდესი ნაწილი სწორედ სარკინიგზო ტრანსპორტის შემდგენელი ნაწილია.
geopressnews.ge