საქართველოს სკოლებში კიბერუსაფრთხოების სწავლებას უფრო მეტი დრო დაეთმობა

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, უსაფრთხოების ნაწილში, კიბერუსაფრთხოების საკითხს სკოლებში გაცილებით მეტი საათები დაეთმობა, ვიდრე დღეს არის. ამის შესახებ “პირველს” განათლების სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამჟამად საჯარო სკოლებში, მე-5 და მე-6 კლასებში კვირაში 2 საათი ეთმობა საგანს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომლის ფარგლებში ისწავლება ოპერაციული სისტემა და მისი ფუნქციები: მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება, მომხმარებლების ავთენტიკაცია და ავტორიზაცია.
ასევე არის არჩევითი საგანი – “სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა”, რომელიც სკოლის სურვილის შემთხვევაში, X, XI ან XII კლასებში ისწავლება. არჩევითი საგნის შინაარსში შემდეგი საკითხი გვხვდება: თანამედროვე საფრთხეები და მათი გავლენა საქართველოზე; (უსაფრთხოების საეთაშორისო ინსტიტუტები. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები) საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები (მაგ.: გლობალური ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.). “პირველი” დაინტერესდა აგრეთვე რა მდგომარეობაა საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით სამთავრობო უწყებებთან მიმართებით და საქართველოს იუსტიციის სამინსისტროს მონაცმთა გაცვლის ცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა. ცენტრის თავმჯდომარის ირაკლი გვენეტაძის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კიბერუსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
“ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივი შეტევებია, ხდება ყოველდღიურად, არაკრიტიკული მოვლენები, როგორიცაა ვირუსების გაგზავნა და ა.შ. თუ რომელი ქვეყნიდან ხორციელდებ ეს ამის დადგენას სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობა და კვლევა სჭირდება. ჩვენ გვაქვს პრევენციის და ინციდენტის აღმოფხვრის ფუნქცია, საგამოძიებო ფუნქცია არ გვაქვს და თუ არ არის შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე, მსგავსი საქმეების გამოძიება არ ხდება”, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის ცენტრის თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ.
რამდენიმე დღის წინ უწხოური მედია წერდა, რომ ინგლისელ ბავშვებს კიბერუსაფრთხოების გაკვეთილებს დაუმატებენ სკოლებში. პროექტის მიზანია ექსპერტების გამოვლენა, რომლებიც ქვეყანას კიბერთავდაცვაში დაეხმარებიან.
ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ამ პროექტით დღეს იწყებს ბრძოლას ქვეყნის მომავალი კიბერუსაფრთხოებისათვის.
თავდაპირველად პროექტი 6 ათას მოსწავლეზეა გათვლილი, რომელთაც უკვე 14 წელი შეუსრულდათ. სექტემბრიდან მოსაწავლეები კვირაში 4 საათ გაატარებენ კიბერუსაფრთხოების გაკვეთილებზე.
პროექტი ხუთწლიანია და მისი ბიუჯეტი 25 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

Comments
Loading...