საქართველოში ახალი ეთნიკური ჯგუფი აღმოაჩინეს
ეთნიკურობისა და მულტიკულტურურალიზმის ცენტრის დირექტორის გიორგი სორდიას ინფორმაციით, მათ მცირე ეთნიკური ჯგუფი თათები იგივე ლაიჯები აღმოაჩინეს.
გიორგი სორდიას განმარტებით, თათები ეთნიკურად ირანული წარმოშობისაა და სოფელ გომბორში ცხოვრობენ.
მისი თქმით, კვლევის ფარგლებში მათ მცირე ეთნიკური ჯგუფის ასამდე წარმომადგენელი აღრიცხეს.
თათები/ლაიჯები საქართველოში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჩამოვიდნენ. ისტორიულად ისინი ირანში, დაღესტანსა და აზერბაიჯანში ცხოვრობენ.
მათი ენა ირანული წარმოშობის ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.