საქართველოში ე.წ. ქათმის გრიპის საფრთხე არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძვანელის პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ფრინველის გრიპის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ იმნაძემ “პირველს” განუცხადა.

“არავითარი საფრთხე არ არსებობს. ეს გრიპი არსად არ გამქრალა, როგორც იყო, ისევე არის. პერიოდულად ჩვენთანაც არის ხომლე გარეულ ფრინველებში. გადამფრენი ფრინველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაფრინავენ, ამიტომ ფრინველებში შეიძლება ყოველთვის იყოს ეს გრიპი, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირებული გვაქვს. კერძოდ, შარშანაც დაფიქსირდა. ამაში განსაკუთრებული არაფერია, მათავარია, ის შინაურ ფრინველზე არ გავრცელდეს”, – განაცხადა იმნაძემ.
იმნაძის განმარტებით, საფრთხის შემცველია მხოლოდ ცოცხალ ფრინველთან ურთიერთობა.
ქათმის ანუ ფრინველის გრიპი ფრინველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც A ტიპის გრიპის ვირუსის ერთ-ერთი შტამი იწვევს. მან პირველად საუკუნის წინათ იტალიაში იჩინა თავი, დღეს კი უკვე ყველგან გვხვდება. ქათმის გრიპის ვირუსით ნებისმიერი ფრინველი შეიძლება დასნებოვნდეს. გარეულ ფრინველებში ქათმის გრიპი ფარულად მიმდინარეობს და ეპიდემიური თვალსაზრისით საშიში არ არის, შინაურ ფრინველებში კი შესაძლოა მეტად მძიმე, მომაკვდინებელი სნეულება და ეპიდემია გამოიწვიოს. ქათმის გრიპს ფრინველები ავრცელებენ. ვირუსის რეზერვუარად მიჩნეულნი არიან გადამფრენი წყლის ფრინველები – გარეული იხვი, ბატი, ყანჩა და სხვები. მათ ვირუსი ნაწლავებით გადააქვთ და ნერწყვსა და ფეკალურ მასასთან ერთად გარემოში გამოყოფენ.
ე.წ. ქათმის გრიპი ადამიანებზეც გადამდებია. ის ადამიანებში ისეთსავე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც გრიპის ნებისმიერი სხვა ვირუსი: მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის გაძნელებას, ხველას, ყელისა და კუნთების ტკივილს. ეს ვირუსი იმით არის საშიში, რომ ძალიან მალე იწვევს პნევმონიას, გულისა და თირკმელების მხრივ მძიმე გართულებებს. 1997 წლიდან დღემდე ინფიცირებისა და სიკვდილის რამდენიმე ათეული შემთხვევა აღირიცხა.
ვირუსი რამდენიმე წლის წინ იყო აქტიური, მაჟამად მისმა ეპიდემიამ აზიაში თავი კვლავ იჩინა. ქათმის გრიპის კერები აღმოჩენილია რუსეთის რამდენიმე რეგიონში, რის გამოც ასობით შინაური ფრინველი გაანადგურეს

Comments
Loading...