საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო. აზერბაიჯანის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები დახვდნენ.

ილჰამ ალიევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება. ილჰამ ალიევი მარნეულშიც ჩავა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრას.

ილჰამ ალიევის სტუმრობის შესახებ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 10 ოქტომბრის სამუშაო ვიზიტისას გახდა ცნობილი.

Comments
Loading...