საქართველოში Maroon 5-იც ჩამოდის

პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში ჯგუფი Maroon 5, რობი უილიამსი, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ.

ეროს რამაზოტი კონცერტს 24 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს. ასევე, თბილისში – „დინამო არენაზე“ იმღერებს რობი უილიამსი 27 მაისს.

ხოსე კარერასი 18 ივნისს ქუთაისში ჩაატარებს კონცერტს, ხოლო Maroon 5 ბათუმში 7 ივნისს იმღერებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე თვიდან მასშტაბური პროექტი – Check in Georgia იწყება.

Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. კულტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

Check in Georgia-ს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.

Comments
Loading...