საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვებ, გაზრდილიყვნენ სითბოში და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლის დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

პრემიერმა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა.

“დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული. მახათას მთაზე შენდება უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ზარი დღეს პირველად დაირეკა. მინდა, ყველას მივულოცო ბარბარობა. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი. მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია, ვუსურვო, სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

წყარო :  epn.ge

Comments
Loading...