„საყდრისის აფეთქების შემდეგ, ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილის ვალი აქვს?
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სერგო რატიანმა, პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხი კორუფციული საქმის მაგალითად მოიყვანა.
„დღეს ჩვენ სისტემურ კორუფციასა და ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში, საგამოძოებო კომისიის შექმნაზე ვსაუბრობთ. მინდა ერთი შემთხვევის მაგალითზე გაჩვენოთ არის თუ არა აქ კორუფციის ნიშნები. ვგულისხმობ საყდრისი-ყაჩაღიანის თემას.
მივმართავ საქართველოს პარლამენტის წევრებს, უმრავლესობას, დღეს, როგორ ფიქრობთ, გააჩნია თუ არა საყდრისი-ყაჩაღიანს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი და იყო თუ არა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? რამე თუ გამაკვირვებდა ამ მიმართულებით, არ მეგონა, მაგრამ 2014 წლის 7 მაისის კანცელარიის შეტყობინების მიხედვით, რომელიც მათ ახალგაზრდა იურისტებს, მათ მიერ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვის შემდეგ გაუგზავნეს, მთავრობა წერს, რომ „საყდრისი-ყაჩაღიანს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი არ გააჩნია. ის კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს, საყდრისი-ყაჩაღიანში კულტურული ფენა არაა” – ამას წერს საქართველოს მთავრობა. მხოლოდ ამის გამო, რომ პრემიერმა გაბედა და ეს დაწერა, მხოლოდ ამის გამო უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
მოვლენებს რომ გავყვეთ, ირკვევა, რომ წლების განმავლობაში, საყდრისი-ყაჩაღიანზე კვლევას ატარებდნენ გერმანელების, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტები. არსებობს მათი დასკვნებიც, რომ საყდრისი არის ყველაზე ძველი ოქროს საბადო. მთავრობა ამას ყურადღებას არ აქცევს და ამბობს, რომ საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არაა.
ამ თემის ირგვლივ იყო ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, სასამართლოს გდაწყვეტილებები, რაც მთავრობამ ისევ არ გაითვალისწინა. გასული წლის 29 დეკემებრს, უმნიშვნელოვანესი ძეგლი ააფეთქეს, რადგან სრულიად უსასყიდლოდ ლიცენზია არემჯი გოლდს გადაეცა.
აქ საუბარია სისტემურ კორუფციაზე, რომელშიც რამდენიმე უწყება – საქართველოს მთავრობა, ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროკურატურა მონაწილეობდა. ასევე, საქართველოს პარლამენტიც, რომლის დეპუტატებზეც ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რა პრეტენზია გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან, მინდა გითხრათ, რომ თუნდაც საყდრისის აფეთქების შემდეგ, ვინმე ფიქრობს, რომ მისი ვალი აქვს? ასე არაა. მან ამ ქმედებით, ვალისგან გაგათავისუფლათ“, – განაცხადა რატიანმა.