საყდრისის კომიტეტი მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავს

11 დეკემბერს საყდრისის კომიტეტი საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავს და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს განცხადებით მიმართავს.

„პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ გაჩნდა მცირეოდენი იმედი, რომ გიორგი ბადაშვილის მიერ თაროზე შემოდებულ საყდრისის საქმეს გამოიძიებენ. მოვითხოვთ ახალ მთავარ პროკურორთან შეხვედრას, რათა პირადად მოვუყვეთ ისტორიული ოქროს მაღაროს აფეთქების დეტალები და გარკვეულ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ“-აცხადებენ კომიტეტში.

აქცია 14 საათზე დაიწყება

Comments
Loading...