სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბი გადაიკეტება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 23:30 საათიდან 00:00 საათამდე, ორთაჭალის მიმართულებით, მეტეხის გვირაბი გადაიკეტება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს.

„27 თებერვალს, 23:30 საათიდან 00:00 საათამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიკეტება მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით, ხოლო 00:00 საათიდან 00:30 საათამდე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გადამწვარი ნათურების გამოცვლას განახორციელებს“, – ნათქვამია თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

Comments
Loading...