ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 11-12 მარტის არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

ბათუმის სასამართლო კიდევ ორ პირზე, რომლებიც არასრულწლოვნები არიან და ასევე სისხლის სამართლის წესით აქვთ ბრალი წარდგენილი, დღესვე იმსჯელებს.

პროკურატურამ სისხლის სამართლის წესით ბრალი წარუდგინა შვიდ პირს, მათგან ორი არასრულწლოვანია. დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა, ასევე პოლიციელებზე თავდასხმა.

on.ge