სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ორი მოწმე საპატრიარქოში იმყოფება
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ირმა ჭკადუა საპატრიარქოში იმყოფება.
საპატრიარქოში ირმა ჭკადუასთან ერთად ადვოკატი ლილი გელაშვილიც მივიდა.
ირმა ჭკადუასა და ლილი გელაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მკურნალობას ჩაფიძის გულის ცენტრში განაგრძობს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემამდე პატრიარქთან და წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.